ცოტნეობა
12-აგვისტო-2019
ხობის მონასტერი
ფოთში მოხვედრა თუნდაც ამიტომ ღირს - თუ კოლხეთის კულტურის მუზეუმს ეწვევით, თვალნათლივ დაინახავთ ძველი ბერძენი მწერლის, სკილაკ კარიანდელის მიერ აღწერილ, ძვ. წელთაღრიცხვით VII-V საუკუნეებში გაშენებულ ელინთა ქალაქს- კოლხეთის უძველეს ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრს უძველესი ნავსადგურით, გენუის სავაჭრო ფაქტორიითა და ფაზისის აკადემიის რიტორიკული სკოლით. სწორედ აქ, ფაზისის ზარაფხანაში იჭრებოდა ლეგენდარული ვერცხლის მონეტა- კოლხური თეთრი!
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავითა და ზომიერი კლიმატით. წელიწადის ოთხივე დროს, აქ საუკეთესო ადგილებია კემპინგის, საფეხმავლო ტურების, ჯომარდობის, სოფლის ეგზოტიკისა თუ ევროპული ტიპის, მყუდრო ქალაქების მოყვარულთათვის.